არჩევნები ახალი ამბები მთავარი

წულუკიანი: საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, არ გამოიყენონ პირადი Facebook-ი გვერდი აგიტაციისთვის

“ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, არ გამოიყენონ პირადი Facebook-ი გვერდი აგიტაციისთვის. ჩვენ დღეს შესაბამისი რეკომენდაცია გამოვეცით. ეს არის დაუშვებელი, რადგან ქმნის ინსტრუქციას მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათაშორისო კომისიის შუალედური ანგარიშიდან ჩანს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რადგან როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, თუ 2014 წლის არჩევნებისას აღნიშნულ პერიოდში 150 მეტი საჩივარი იყო კომისიაში შესული, ახლა მხოლოდ 43 საჩივარი ფიქსირდება.

„პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემა ხმას. ეს არის დასაგმობი. ასევე, ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და დროშები შეაქვთ კლასებში, ხოლო ზოგიერთ გამგებლის მოადგილეებს არ ესმით საკუთარი ფუნქციები”, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....