ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

როგორ დაიწყო დაპირისპირება კუმურდოში (ვიდეო)

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ახალქალაქის საავადმყოფოში 4  პოლიციელი მოათავსეს. მათ შორის იყო დეპარტამენტის უფროსი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით გაემგზავრა, იქ შეკრებილი მოსახლეობა კი ჯერ დაშლას არ აპირებს. ისინი დაელოდებიან მინისტრის დაპირებას იმის თაობაზე, რომ დაპირისპირების შედეგად დაკავებულებს გამოუშვებენ.

შეგახსენებთ,  არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომეხი ეროვნების მოსახლეობამ ქვაჯვრების დადგმის მიზნით, მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა სცადა. ისინი ტაძრის რესტავრაციას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას იცავს დაცვის პოლიცია.

თავდაპირველად დაპირისპირება დაცვის პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც დაცვის პოლიციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, ტაძართან შეკრებილებმა პოლიციას ქვები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ზოგიერთმა მათგანმა თავის არეში მიიღო დაზიანება.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.

 

 

იტვირთბა....