ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრიაში მუსლიმური თავსაბურავის ტარება აიკრძალა

ავსტრიაში მუსლიმური თავსაბურავის ბურკას აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. კანონი მუსლიმური სამოსის ტარებას კრძალავს, თუ ის სახეს ფარავს და მფლობელის იდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის.

ნორმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქმედებს. ამავე კანონის მიხედვით იკრძალება ჯამბაზისა და ასევე სამედიცინო ნიღბების ტარებაც. კანონდამრღვევი 150 ევროთი დაჯარიმდება.

მსგავსი ამკრძალავი კანონი საფრანგეთსა და ბელგიაში 2011 წლიდან მოქმედებს.

იტვირთბა....