ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალქალაქის სოფელში სპეცრაზმია მობილიზებული: ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი მობილიზება მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ გახდა საჭირო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავრცელებს.

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ამ დროისთვის დაკავებულია ორი ადგილობრივი. დაპირისპირების შედეგად ნაცემია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ დასახმარებლად პოლიცია გამოიძახეს.

სოფელ კუმურდოში შინაგან საქმეთა მინიტრი, გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა. მინისტრმა კუმურდოს მოსახლეობას, დაკავებულების გათავისუფლების პირობა მისცა.

იტვირთბა....