ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ უარს ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას”: ორშაბათს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას აანონსებს

“ნაციონალური მოძრაობა” ორშაბათს, 14 საათზე აქციას აანონსებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, აქცია თბილისის მერიასთან გაიმართება:

“ვიწვევთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და ვინც მხარს უჭერს თბილისს, ჩვენ საერთო სახლს. ჩვენ უარს ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას!“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეები არ დაუშვებენ ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად ბოტანიკური ბაღი დაუთმონ.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი, მათი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.

საკრებულოში დაპირისპირება მოხდა და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

იტვირთბა....