ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატრულის გამოძახება ამ ხელისუფლების სირცხვილია”: საკრებულოს სხდომა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა

“პატრულის გამოძახება ამ ხელისუფლების სირცხვილია”,- ამის შესახებ მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დღევანდელი სხდომა დატოვა.

„რაც აქ ხდება არის სირცხვილი. ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მით უფრო ისეთ საკითხზე, რომელზეც დღეს მსჯელობდნენ საკრებულოში. პატრულის გამოძახება არის ამ ხელისუფლების სირცხვილი. ოპონენტები გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და წავიდოდნენ, მითუმეტეს, რომ მართლა აღსაშფოთებელია რაც დღეს ივანიშვილმა გააკეთა. ის ცდილობს, რომ თავისუფალების მოედანი საკუთარი სასტუმროსთვის ამოთხაროს და დამატებით 5 ჰექტარი მიიტაცოს თაბორის მთაზე. მას ქვეყანა საკუთარი ყანა ჰგონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალისაშვილის გარდა საკრებულოს დღევანდელი სხდომა სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დატოვეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სევდია უგრეხელიძემ, ზაალ უდუმაშვილმა და მარიკა დათუკიშვილმა, ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა და საკრებულოს წევრმა ზაზა ვეკუამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკმაყოფილება დღეს წარმოდგენილმა საკითხებმა გამოიწვია. ზაზა ვეკუას განცხადებით, აღნიშნული თემები საკრებულოში 21 სექტემბერს შემოვიდა, კომისიას კი 23 სექტემბერს გაეგზავნა.

იტვირთბა....