ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა- ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩიანისკენ მიმავალ გზაზე შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა მცირე დროით შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.

იტვირთბა....