ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

რესტორანი „ფაეტონი“, რომელიც  ქართულ სულს გაგრძნობინებთ და უკან აუცილებლად დაბრუნდებით

თუ საყვარელ ადამიანთან მყუდრო გარემოში საღამოს გატარებას აპირებთ, გსურთ საქმიანი შეხვედრა, დაბადების დღის გადახდა ან თქვენი ყველაზე ბედნიერი წუთების  ქორწილის აღნიშვნა, მაშინ ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მაღალი კლასის ქართული რესტორანი „ფაეტონი”, რომლის ეზოში შესვლისთანავე, ქალაქის ხმაურიდან, მოულოდნელად, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ წალკოტში აღმოჩნდებით.

„გინდათ შეიტყოთ სად მიირთვათ ნამდვილი ქართული კერძები თბილისში? ეწვიეთ რესტორან „ფაეტონს“-ასე გვიპასუხა რესტორნის სტუმარმა ანა გოგიამ.

„ფაეტონის“ მუდმივმა სტუმარმა გოგიამ გაგვანდო ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც არჩევანს ყოველთვის ამ რესტორანზე აკეთებს.  გვითხრა, რომ „ფაეტონი“ თავისი ეთნოგრაფიული ინტერიერით და თბილისური შინაარსით მოგხიბლავთ. რაც მთავარია მას რესტორანში ყოველთვის გულთბილად ხვდებიან და  დილის 10 საათიდან  ბოლო სტუმრის წასვლამდე მასპინძლობენ.

რესტორანის მეორე სტუმარს შალვა არაბულს კი  ყველაზე მეტად „ფაეტონის“ დარბაზები ხიბლავს. მისი აზრით ყველა მათგანს საინტერესო სახელები და ინტერიერი აქვს.  სტუმარი თვითოეული მათგანის სახელებს ზეპირად გვითვლის: ქალაქური დარბაზი, ბუხრიანი დარბაზი, თბილისური დარბაზი, აზიური დარბაზი, სალხინო ოთახები – სტუმრის თქმით, ასე მოიხსენიებენ კუპეებს. არაბული აქვე ამატებს, რომ მისი განსაკუთრებული ყურადღება ქართულმა მარანმა მიიპყრო.

უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძებით, გემოვნებიანი მუსიკით, ულამაზესი ინტერიერ-ექსტერიერით, არაჩვეულებრივად მოვლილი და გამწვანებული ბაღით.

თუ  ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენა უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ „ფაეტონს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ასე გვირჩიეს რესტორნიდან გამოსულმა სტუმრებმა.

მომხმარებლების განცვიფრება და რესტორნის ასეთი შეფასებები თავად   შპს “ფაეტონის” დამფუძნებლისთვის, ხათუნა ბოცვაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.  „მეტრონომთან“ მან იმ სერვისების შესახებ დეტალურად ისაუბრა, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებთ და რითაც რესტორნის სტუმრები აღფრთოვანებულები რჩებიან.

მისი თქმით, როგორც კი მაგიდასთან დაბრძანდებით და მენიუს გადაშლით აქ ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით. თუმცა, „ფაეტონს“ სხვა ქართული რესტორნებისგან თავისი ხელწერა განასხვავებს  – მომზადების ტექნოლოგია, ხარისხი და ახალი ინგრედიენტები.

ბოცვაძის თქმით, „ფაეტონის“ სამზარეულოში უმაღლესი ოსტატობით, გამოცდილი და კრეატიული მზარეულების მიერ შექმნილი კულინარიული შედევრები ახალ სიცოცხლეს სძენს ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა:  ხაჭაპური, მწვადი, ქაბაბი, ფხალეული, ჩაქაფული … და ა. შ.

„იმ დღიდან, რაც რესტორანი გაიხსნა,  მაღალი კლასის სეგმენტი გვიკავია. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებელს  რესტორანში  ქართული და თანამედროვე ინტერიერის სინთეზი შესთავაზა. ასევე ,„ფაეტონს“ ერთ-ერთ პირველს ჰქონდა პროგრამაში ქართული ცეკვა და ხალხური სიმღერები.

აქ სტუმრებს ძალიან ლამაზი ეზო და ბაღი ხვდებათ,  სხვადასხვა მცენარით თუ ხეხილით მორთული, რაც სხვა რესტორანში შეიძლება ვერ ნახოთ. გვყავს მებაღე, რომელიც ამ ეზოზე ზრუნავს.

ჩვენი საფირმო კერძები სტუმრებს ძალიან მოსწონთ, მათ შორის – „ფაეტონი“, რომელიც ხბოს ხორცით და ბატკნის ხორცით მზადდება. მომხმარებელი ჩვენ მწვადსაც განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.

„ფაეტონი“ სტუმრებს ძირითადად ქართულ  მენიუს სთავაზობს.თუმცა ევროპული კერძებიც შესაძლოა მიირთვათ აქ. ყველანაირ გემოვნებას ვითვალისწინებთ; გვაქვს ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანიც.

მუდმივად ხდება სეზონის მიხედვით მენიუს გადახალისება .

რაც შეეხება სასმელს, აქ ღვინის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი მენიუა.

ჩვენთან წლებია ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ფაეტონი“ მოღვაწეობს, რომლებიც სტუმრებს როგორც ხალხურ, ასევე,  ქალაქურ რეპერტუარს სთავაზობს. გვყავს არაჩვეულებრივი მომღერალი მაგდა ნიკოლეიშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელი.

ყოველდღეა ქართული ცეკვებიც, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეების შესრულებით. ჩვენთან პროგრამა მხოლოდ ცოცხალ შესრულებას ითვალისწინებს“,-ამბობს ხათუნა ბოცვაძე.

რესტორნის სტუმრების მსგავსად, ჩვენი შთაბეჭდილება შემდეგია, რომ „ფაეტონში“ ძალიან ლამაზი საქორწილო გარემოა; ხელის მოწერა შესაძლებელია ულამაზეს ეზოში, რაც საქორწილო ცერემონიალს განსაკუთრებულ სახეს აძლევს. ვნახეთ, რომ წყვილი ხანჯლების ქვეშ გაატარეს, რომელთაც, რესტორნის  მომღერლები სიმღერას  უძღვნიდნენ.

„ფაეტონში“ სტუმრობისას ძალიან ბევრი ტურისტი ვიხილეთ. მათ ჩვენთა საუბარში განაცხადეს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი მეგობრებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ „ფაეტონს“ აუცილებლად ეწვიონ.

რესტორანი საშუალო და მაღალ კლასსზეა გათვლილი. „ფაეტონში“ მომხმარებელს ყველანაირი კომფორტს უქმნიან.

რესტორანში გვითხრეს, რომ  კონცერტების სერია აქვთ დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას  სხვადასხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.

ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, რესტორანი „ფაეტონი“ სწორედ ის ადგილია, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!!!

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....