უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ბრიფინგის დროს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რუკაზე საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო გამოსახული, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტი დიანა პანჩენკო სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებს და ბრიფინგის სურათებს აქვეყნებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა:
“გახსოვთ სკანდალი რუკებზე, სადაც უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული. ამჯერად სამხედრო პროკურორი დგას შავი ზღვის რეგიონების რუკის ფონზე, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. ეს რა მიხოს სკანდალის შემდეგ შეიაცვალეთ ორიენტირები?” – წერს ჟურნალისტი.