გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე აცხადებს, რომ საგანგებო შტაბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ამ დრომდე აწარმოებს შემოვლას მუნიციპალიტეტის სოფლებში.
სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას იკვლევს, რომლის ოდენობაც ამ დროისთვის უცნობია.