ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რიგაში მანქანა საბავშვო ბაღის სამ მოსწავლეს დაეჯახა

რიგაში, ავტოავარიის შედეგად დაშავებულია საბავშვო ბაღის სამი მოსწავლე. ბავშვები ტროტუარზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათ მანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის სავალი გზიდან გადასვლის მიზეზი იყო მძღოლის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მან მართვის უნარი დაკარგა და გზიდან გადავიდა.

დაზარალებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე კი პოლიცია აგრძელებს კვლევას.

იტვირთბა....