ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტს მოვუწოდებ გადადგეს, პოლიტიკური კრიზისი შექმნას და ხალხს ქუჩაში დაუძახოს”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ გადადგეს და ქვეყანაში  პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ნათელაშვილი ამბობს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში და კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ფონზე, გიორგი მარგველაშვილი ასეთი ნაბიჯით “ისტორიაში ოქროს ასოებით” შევა.

“პრეზიდენტი მმართველ გუნდს არა მარტო უნდა შეხვედს და  კიდევ ერთხელ წაუკითხოს პატარა ლექცია დემოკრატიის,  სუვერენიტეტის და ხალხის უფლებების მსოფლიო პრინციპებზე, არამედ თუ საჭირო გახდება უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან, შექმნას პოლიტიკური კრიზისი, აალაპარაკოს მთელი მსოფლიო, დაუძახოს ხალხს ქუჩაში და ამით ის შევა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით, სხვა შემთხვევაში შევა, როგორც ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტის დამსამარებელი”,-აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ოცნებას” და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში კონსულტაციებზე იბარებს. შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას პარლამეტის თავმჯდომარის შეთავაზება რომ პრეზიდენტმა ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტესებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი მმართველი გუნდის თხოვნის საბუძველზე მათი ინიციატივის განსახილველად ,,ოცნებას” და სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრას დღეს 16 :00 საათზე სთავაზობს. მიშველაძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ რაზე იქნება საუბარი ეს მხოლოდ ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც უკვე ცნობილია “ქართული ოცნება” არ დაესწრება ამ შეხვედრას, ხოლო ოპოზიციიდან ყველა მიწვეული პარტია პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრება.

 

იტვირთბა....