ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. წვიმის შედეგად ავტომობილებს და ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია.

გასულ ღამეს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიმეწყრა ქობულეთი. მიწის მასა ხუთ სოფელთან ჩამოწვა.თითქმის ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა. გვიან ღამემდე მუშაობდა სპც-ტექნიკა.

ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის სახლები დაიტბორა ლანჩხუთის რაიონში. თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე ხიდმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა და წყალწმინდაში ორი ოჯახი დააზარალდა. ადგილბრივები ამბობენ, რომ ხიდის გვირაბი წლებია არ გაწმენდილა და ტერიტორია ყოველი წვიმის დროს იტბორება. საცხოვრებლები მათ საკუთარი ძალებით გაწმინდეს.მოგვიანებით, ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობას პრობლემის გადაჭრას დაპირდნენ.

 

 

იტვირთბა....