თბილისში, სან-ზონაში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი მერიის ყოფილი თანამშრომელი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ ის აბაზანაში უკვე გარდაცვლილი ნახეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილს ტყვია თავის არეში საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ნასროლი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.