aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მღებრიშვილი დაშავებული მესაზღვრეების მოსანახულებლად მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების მოსანახულებლად მივიდა.

მღებრიშვილი დაშავებულებს მოინახულებს, ასევე გაესაუბრება მათ მკურნალ ექიმს.

შეგახსენებთ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა. ტელეკომპანია იქ მომუშავე მესაზღვრეზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მთიან ადგილას, კარავში მოხდა.

შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მესაზღვრე დაიღუპა და ორი დაშავდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....