ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე – ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს გაივლის. შემდეგ კი ჭანტურიას ქუჩაზე ჩაუხვევს, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.
თბილისის მერია შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.