ქრისტინა არაქელოვა, ქართველი სტუდენტი, რომელმაც ორგანიზაცია “რონდინეს” სტიპენდია მოიპოვა და იტალიაში ორწლიანი სწავლების კურსის გავლის გარანტია მიიღო, იტალიაში ჩასვლის შემდეგ უარს აცხადებს სწავლებაზე და პროტესტის ნიშნად ტოვებს “რონდინეს” კამპუსს.
ქრისტინა არაქელოვას პროტესტი იმან გამოიწვია, რომ არაოფიციალურ და ზოგ ოფიციალურ შეხვედრებზე, ამავე პროექტის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან იტალიაში ჩასულ სტუდენტ გოგონას წარადგენდნენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს, კამპუსის წინ კი, პროექტის მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშაც ფრიალებს, არაღიარებული აფხაზეთის დროშაცაა გამოფენილი:
“მე, ქრისტინა არაქელოვა, უარს ვაცხადებ იტალიაში ორწლიან სწავლებაზე ვინაიდან სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის ფაქტის მომსწრე გავხდი! ეს არის ჩემი პროტესტი!
აფხაზეთი საქართველოა!”, – წერს ქრისტინა არაქელოვა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და ვიდეომიმართვასაც აქვეყნებს.
ავტორი: ლაშა ბერულავა
deoccupation.ge