ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი-ამ მონაცემებით პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავდა.

იტვირთბა....