ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა მცირე ხნით შეწყვეტილი იყო

პარლამენტის პლენარული სხდომა მცირე ხნით შეწყვეტილი იყო. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ტრიბუნასთან მივიდა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რის გამოც სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

სხდომის სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატი რეგლამენტს არღვევდა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რამაც პარლამენტში ხმაური გამოიწვია.

იტვირთბა....