ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაც-ქოცური დემოკრატიის დასამარება”: აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ჩასასვენებელი მიიტანეს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია პერფომანსი მიმდინარეობს, რომლის ლოზუნგია – “ნაც-ქოცური დემოკრატიის დასამარება”.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჩასასვენებელი მიიტანეს. მათი განცხადებით, პარლამენტი დემოკრატიის მესაფლავეა და მალე “ქართული ოცნება” სამუდამოდ დასამარდება.

“დღეს იღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სამარცხვინოა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....