თელავის რაიონში გუშინ სეტყვა იყო. სეტყვამ ვენახები თელავის რამოდენიმე სოფელში გაანადგურა. სტიქიამ სოფლები – ვარდისუბანი, გულგულა და ნააფარეული დააზარალა.
როგორც თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნაპირელი აცხადებს, დასეტყვილია 70 ჰექტრამდე ტერიტორია, ძირითადად, დაზიანებულია ვენახები.
ნაპირელის თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან 300 ტონამდე დაზიანებულ ყურძენს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები ჩაიბარებენ.