მადრიდის ,,რეალისა” ლიდერმა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ კრიშტიანუ რონალდუმ მექსიკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულ 6 წლის ფანის ოჯახს ემოციური წერილი დაუბრუნა და მაისური ხელმოწერით გაუგზავნა.
როგორც მოგეხსენებათ, მექსიკაში 7.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანი, მათ შორის რონალდუს 6 წლის ფანი ემსხვერპლა.
“მინდა იცოდეთ, ჩემი შვილი თქვენი ძალიან ერთგული ფანი იყო. მისი ოცნება თქვენი ნახვა გახლდათ… ძალიან მინდა, რომ თქვენ სანტის შესახებ იცოდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ იგი მუდამ თქვენი ფანი იქნება” – ამ წერილით მიმართა დაღუპული ბავშვის ოჯახმა კრიშტაინუს.
წერილის წაკითხვის შემდეგ, რონალდუმ სანტის ოჯახს თავისი ხელმოწერიანი მაისური და წერილი გაუგზავნა:
“ამ მწუხარების ჟამს ვუგზავნი ჩემს მაისურებს სანტის ოჯახს, ამასთან ერთად ვუსამძიმებ ყველა იმ ოჯახს, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა” – განაცხადა რონალდუმ.