ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

206-ე საჯარო ბაღში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია

გუშინ ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვის მკურნალი ექიმის განცხადებით, მას საღამოს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა და  ის მკურნალობას ისევ საავადმყოფოში გააგრძელებს. მედიკოსის ინფორმაციით, ბავშვს გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აქვს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ გუშინ 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, გუშინ ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი.  მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.  მას ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით. 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გოგონა უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

იტვირთბა....