ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს პარლამენტი ახალ კონსტიტუციას მიიღებს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, მაინც ჩატარდება.

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 26 სექტემბრის 14:00 საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დეპუტატებს 14:01 საათზე შეუძლიათ სხდომა დაიწყონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 24 სექტემბერს მიმართა.

„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს“, – წერია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.

იტვირთბა....