იერუსალიმში ისრაელის 3 მოქალაქე თავდასხმას ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, წარმოშობით პალესტინელმა თავდამსხმელმა ჯერ ცეცხლი სამართალდამცველებს გაუხსნა, შემდეგ კი გამვლელებს თავს დანით დაესხა.
ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოიების სამსახურის წარმომადგენლებმა ტერორისტი ადგილზე მოკლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.