შარტავას ქუჩაზე თავისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი იპოვეს. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძეა.
მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მზობლების განმარტებით, კაცი მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, მათ კი ის მეოთხე სართულზე იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია რა მოხდა შარტავას ქუჩაზე.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.