ხორვატიაში, ლათინური ცეკვების მსოფლიო ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, სხვა ქართველ კონკურსანტებთან ერთად, ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, “NEW LIFE”-ის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმაც მიიღო. მან, თავის მეწყვილე, შალვა მელანაშვილთან ერთად, მეორე ადგილი აიღო და შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგში 39-ე ადგილი დაიკავა.
წყვილი კონკურსზე სტუდია “თელას” სახელით გამოვიდა.