ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ 17 ოქტომბერს დავბრუნდებით და უკრაინელი ხალხი მათ მინისტრებს ჩააჩოჩებს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევის ცენტრში ფართომასშატბიან აქციას აანონსებს. განცხადება ამის შესახებ მან ჩერკასკში ადგილობრივებთან შეხევდრისას გააკეთა.  სააკაშვილის განცხადებით, კიევში რამდენიმე მიტინგი გაიმართება, სადაც  ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები იქნება გახმოვანებული. სააკაშვილი აცხადებს, რომ უკარიანელი ხალხი მინისტრებს “ჩააჩოჩებს”.

“ჩვენ 17 ოქტომბერს დავბრუნდებით და უკრაინელი ხალხი მათ მინისტრებს ჩააჩოჩებს”,-განაცხადა სააკაშვილმა მიტინგზე.  სააკაშვილი ამ დროისათვის უკრაინის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ლვოვში გეგმავს ჩასვლას.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და  ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე  მოსამართლემ  ჯარიმის სახით 3400 გივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.  მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

იტვირთბა....