ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარგველაშვილი ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, “პირველი არხისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმას ეხება,  პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს ინტერვიუში, “ოპოზიციონერი პრეზიდენტი” ორჯერ უწოდა. მისი თქმით,  პრეზიდენტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საბაბს ეძებდა,  იმისთვის  რომ პროცეშსი არ ჩართულიყო და ხელი შეეშალა როგორც კომისიისთვის ასევე  პარლამენტისთვის, რათა  კონსენსუსის ჩამოყალიბება არ მომხდარიყო. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამ მიზანს ვერ მიაღწია:

“პრეზიდენტმა საკუთარი თავის სრული ილუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა ოპოზიციის მიერ შექმნილ დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტი უწოდა. მან პირდაპირ აჩვენა, რომ ოპოზიციის პრეზიდენტია და არა – ქართველი ხალხის. ის ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა. პრეზიდენტი თავის თავს ყოველდღიურ რეჟიმში ასე წარმოაჩენს და ეს დღესავით ნათელია”,- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....