ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წნორში დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

წნორში, ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი, რომელიც თავდაპირველად ბალახსა და ბუჩქნარს მოედო, სწრაფად გავრცელდა და საცხოვრებელ სახლებზე გადადების რეალური საფრთხე შეიქმნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდირების სამუშაოები უკვე დაასრულეს.

 

იტვირთბა....