ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ აღაიანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ავტობანიდან რამდენიმე მეტრში, კასპის რაიონის სოფელ აღაიანის მიმდებარედ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები შველას ითხოვენ და ყველა შესაბამის სტრუქტურას მიმართავენ. მათი განცხადებით, სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად გეოლოგიური ცვლილებები მოხდა და სასმელი წყლის ჭები ერთბაშად დაშრა. ამ დროისთვის ინერტული მასალის მოპოვება უკვე სოფლის ჭალაში მიმდინარეობს და მწვანე საფარი ჰექტრობით ფართობზე ნადგურდება.

ფოტო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....