დღეს მორწმუნეებს სამების საკათედრო ტაძარში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვის საშუალება ექნებათ. დილის 11:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამებაში სადღესასწაულო წირვას ჩაატარებს. 25 სექტემბერს სიწმინდეებს კახეთში გადაასვენებენ.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს.
26 სექტემბერს ქართული ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.