ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მშობლიური თეატრიდან ზურაბ სოტკილავას ცოტა ხნის წინ გამოასვენეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალეს.
11:00 საათზე მომღერლის ცხედარი, ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ზურაბ სოტკილავას მეგობრებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მეგობრების, კოლეგების და პოლიტიკისების გარდა, მისი მსმენელებიც იმყოფებოდნენ.
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფიბის შედეგად, მოსკოვში გარდაიცვალა.