დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამ დროის მონაცემნებით, დაბა წაღვარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის. ამის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სააგენტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას,ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის თაობაზე.
დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
ცეცხლი წაღვერის ტყეში გასულ თვეშიც გაჩნდა, თუმცა მაშინ ცეცხლი 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ძირითადად ბალახს და ფტორს ეკიდა. მის ჩასაქრობად მაშველებს დაახლოებით 1 კვირა დასჭირდათ.