23 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 87 მლნ ლარს მიაღწია. ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 75 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 33,7 ათასი ტონა რქაწითელი, 35,8 ათასი ტონა საფერავი, 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას გადააჭარბა.