ე.წ. ციანიდის სკანდალური საქმის გაგრძელება, “რუსთავი 2”-მა დეკანოზ მამალაძის სასამართლოზე წარმოთქმული საბოლოო სიტყვის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერში დეკანოზი საუბრობს, რომ პროკურატურა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.
მამალაძე ამბობს, რომ დაკავების დღიდან შვიდი თვის განმავლობაში მას ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს. ასევე პენიტენციური დაწესებულების ირგვლივ არსებული მაღზიებით სარგებლობა.
„განკუთვნილი ერთი ულუფაც კონტროლით მომეწოდება, რომელსაც დაწესებულების დირექტორი, მორიგე ექიმი, ექთანი, მთავარი ექიმი, უსაფრთხოების უფროსი და უსაფრთხოების თანამშრომლები აწერენ ხელს. განკუთვნილი ერთი ულუფაც კონტროლით მომეწოდება, მიზეზი ჩემი ლიკვიდაციის საფრთხეა. ეს არის მცდელობა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლით მიიღონ აღიარება არარსებული დანაშაულის შესახებ,“ – განაცხადა დეკანოზმა.
https://youtu.be/VMFD-zBXofw