ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე“ : „მეტრონომის“ ფოტორეპორტაჟი

დღეს, 22 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც “საქართველოს ალიანსი უსაფრხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გაიმართა, ველოგარბენი პეკინის განახლებულ ქუჩაზე მოეწყო.

რბოლაშლი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძეც მონაწილეობდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე სკვერებსა და პარკებში შესაძლებელია მოეწყოს ველობილიკები:

„არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ძალიან საინტერესო წამოწყება და მე ვუერთდები. მომავალშიც უნდა დავნერგოთ ეს კულტურა. ველოსიპედი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ- ერთი მიმართულება და დღეს ქალაქში არის ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. მთავარია, ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისი და ადაპტირება მოხდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაში ასევე ჩაერთო გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილ სკოტი. მისი განცხადებით, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარება:

„მადლობა ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე აღვნიშნეთ, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაერთო ამ ღონისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც დაგვპირდა რომ ინფრასტრუქტურის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუყობს ხელს. ყველანი ვთანხმდებით ერთ საკითხზე, რომ ქალაქში, როცა მანქანების რაოდენობა მატულობს, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ ვფიქობთ, რომ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ უფრო გამოცოცხლებულ ქალაქს და გაუმჯობესებულ გარემოს. ვიმედოვნებთ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის ტენდენცია გაგრძელდება”, – განაცხადა სკოტმა.

ველორბოლაში მონაწილეობა ასევე, საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯოსეფ ალექსანდერ სმიტმაც მიიღო.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....