ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი მოსახლეობას კონსტიტუციის დასაცავად აქციებისკენ მოუწოდებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი  საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დასაცავად აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს.  ეს განცხადება მან დღეს ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ ინიციატივას შეხვედრაზეც წამოაყენებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუციაზე ბიზნეს ტენდერი გამოაცხადა და ეს პროცესი საზოგადოებამ უნდა ჩაკეტოს. ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში მასობრივი გამოყვანა უნდა მოახერხოს. ნათელაშვილი ასევე პრეზიდენტს პროტესტის ნიშნად გადადგომისკენ მოუწოდებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ამ წუთებში მორიგ შეხვედრას მართავენ, სადაც სტრატეგიაზე იმსჯელებენ. პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტკურ პარტიებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის არსებულ პროექტს კონსენსუსის გარეშე ძალადობრივად მაინც მიიღებს, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 2020 წლის არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ბლოკებიც მიიღებენ მონაწილეობას, 2024 წლისთვის კი საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე გადავა და ბონუსების სისტემა აღარ იქნება.

იტვირთბა....