ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტერორიზმში ბრალდებული პირები საპატრიარქოში: თურქეთის ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს

თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები თავს საქართველოს საპატრიარქოს აფარებდნენ, ამის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გუმრუქჩუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ამ დრომდე ელოდება საქართველოდან ერთ-ერთი ბრალდებულის ექსტრადიციას. მისი თქმით, ამ პიროვნებებს ტერორისტული  ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად.

„ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად და მათი თურქეთში ექსტრადიციის პროცესი თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ჩვენ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მივაწოდეთ. ორივე პირი საქართველოში სამართალდამცველებმა 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაეცა თურქულ მხარეს. მეორე პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი, პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ,” – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენების მიხედვით,  პატრიარქის სახლში შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ტერორისტებს მალავდნენ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით უპასუხა, რომ  აღნიშნული პირები არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან.

იტვირთბა....