ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ახლახანს: ფონიჭალაში მორიგი 2 სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ფონიჭალაში კიდევ ორი სპეცოპერაცია ტარდება.

საქმე ეხება ისევ ნარკოდანაშაულს. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა ამ წუთებში აღნიშნულ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაში.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

 

იტვირთბა....