პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა დააკავეს, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს უნად გამართულიყო, თუმცა – გადაიდო.
როგორც ირკვევა, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბანერების განთავსებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. პარტიის წევრებმა ბანერების განთავსება მეორედაც სცადეს, რასაც პარტიის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, გუნავა გათავისუფლებულია და მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.
ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, ბეჟან გუნავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც დაკავების დროს მიიღო.
“ჩემი დაკავება იყო უკანონო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მირტყამდნენ, მაგინებდნენ და ამის შემდეგ გასცეს განკარგულება, რომ ავეყვანე. ჩემი მოთხოვნა იყო ერთადერთი, რომ მიეთითებინათ კანონი, რის საფუძველზე არ გვაძლევდნენ ბანერების გამოტანის უფლებას. მე მათ ვპირდები, რომ ყველა ჯანსაღ ძალასთან ერთად, გავისტუმრებთ ამ მთავრობას ქვეყნიდან. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი” – აღნიშნა ბეჟან გუნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.