ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა.
მანამდე აფეთქებასთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი – 18 და 25 წლის მამაკაცები დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ლონდონის მეტროს „პარსონ გრინის“ სადგურში აფეთქება 15 სექტემბერს მოხდა. ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

