ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საშინელი მიწისძვრა მექსიკაში: დაიღუპა 151 ადამიანი, დაინგრა სკოლა და დაიღუპნენ მოსწავლეები

საშინელი მიწისძვრა მოხდა მექსიკაში. დაინგრა რამდენიმე შენობა, რომელთა შორის არის სკოლაც. სკოის დანგრევის შედეგად 20 ბავშვი და მასწავლებლები დაიღუპნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

„ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 151 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. სხვა შენობებთან ერთად დაინგრა სკოლა და დაიღუპა 20 ბავშვი და მასწავლებლები – ეს არის ყველაზე შემაძრწუნებელი ინფორმაცია, რომელიც 19 სექტემბერს უკავშირდება. ქალაქში დიდი ნგრევაა, ნგრევა სხვა შტატებშიც. ზარალს ითვლიან. საქმეში ჯარია ჩართული“, – განაცხადა ნიკოლოზ სახვაძემ.

იტვირთბა....