ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ადა მარშანია პუტინთან ე.წ. ბორდერიზაციაზე ისაუბრებს

„პატრიოტთა ალიანსის” წევრები 1-ელ ოქტომბერს მოსკოვში უკვე მეორედ მიდიან.  „მეტრონომთან“ საუბარში ადამ მარშანია ამბობს, რომ დუმის დეპუტატებს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა კი  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იქნება. მარშანიას თქმით, ისინი  ე.წ. ბორდერიზაციის საკითხსაც განიხილავენ და ამ თემაზე თუ საშუალება მიეცემა პუტინთანაც ისაუბრებენ. საქართველოს პოლიტიკოსებში კი „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი უკვე  ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად შეფასდა.

„მეტრონომი“: რისთვის მიდხართ მოსკოვში და რომელ პოლიტიკოსებთან გეგმავთ შეხვედრას?

ადა მარშანია: ჩემთვის ძალიან უცნაურია საერთოდ ეს კითხვა რატომ ჩნდება. ერთი ფრაზით გიპასუხებთ, მოსკოვში იმისათვის მივდივართ, რომ ახლო მომავალში მაინც ჩავიდე ცხინვალში და სოხუმში. ეს არის ქვეყნისთვის ძირითადი და აუცილებელი საკითხი.

-თქვენი ოპონენტები აცახდებენ, რომ  მოსკოვში არ ხვდებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს წყვეტენ. რას იტყვით ამაზე, ახლა კონკრეტულად ვის შეხვდებით?

-პოლიტიკოსები ამას რომ ამბობენ ძალიან გასაკვირია. ჩვენ მოსკოვში ჯერ მხოლოდ ერთხელ ვიყავით. ეს იყო პირველი ვიზიტი, რომელსაც  გამარჯობა, გაგიმარჯოთ, ახლა როგორ ვიცხოვროთ ერქვა. პირველივე ჩასვლაზე  ვის უნდა შევხვედროდით? რუსეთის პრეზიდენტს პუტინს? ეს რა თქმა უნდა, რომ არ მოხდებოდა.

ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს.  ამხელა ვიზიტს მომზადება უნდა. პუტინს ჯობია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდეს. თავის დროზე დადგება დრო, რომ მიუახლოვდებით იმ ადამიანებს ვინც ამ რთულ პრობლემას წყვეტავენ.

-„პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მიზანი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არ არის? საქართველოს პრობლემა სწორედ ამ ერთ ადამიანზე გადის, რა თქმა უნდა, რომ მის გარეშე ამ საკითხს ვერავინ გადაწყვეტს…

-ზოგადად და საერთოდ ამ უმძიმესი პრობლემის გადაწყვეტა თუ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა მოხდეს.

-ახლა თუ იცით კონკრეტულად ვის შეხვდებით მოსკოვში ვიზიტის დროს?

-მოსკოვში ვის შევხდებით მარტო ჩვენ არ ვწყვეტთ. იქ არის ორმხრივი შეთანხმება. პირველი ვიზიტის დროს ვისაც შევხვდით, მათ კვლავ შევხვდებით და უფრო გაფართოვდება.  ამ ჟამად ფედერაციის საბჭოს წევრებს შევხვდებით.

-საქართველოში, როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის წევრების მხრიდან თქვენი მოსკოვში ვიზიტი ანტისახელმწიფოებრივად შეფასდა…

-ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას „ქართული ოცნება“ ყველა მხრივ თავად ახორციელებს. ამის თქმა დღეს უკვე თამამად შემიძლია.

-„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტისას მთავარი გზავნილი  რა იქნება,  ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტას თუ მოითხოვთ?

-ჩვენი მთავარი მიზანი რუსეთთან აფხაზეთის და სომხეთის საკითხზე საუბარი იქნება. რა თქმა უნდა, რომ  მივადგებით მცოცავი ოკუპაციის საკითხსაც.

ეს არის ენით აუწერელი საქციელი, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. უბრალოდ ამას ჭკვიანური ფორმა უნდა მიეცეს და ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. არ არსებობს ტაბუდადებული საკითხები, რომლსაც ჩვენ რუს დეპუტატებთან ერთად არ განვიხილავთ. პუტინთანაც თუ მომეცემა საშუალება ე.წ. ბორდერიზაციაზე მასთანაც ვისაუბრებთ.

-საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ კრემლმა ფსონი ახლა „პატრიოტთა ალიანსზე“ გააკეთა. ფიქრობთ, რომ ბურჯანაძის პარტია რუსეთში თქვენით ჩაანაცვლეს? ბურჯანაძე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა თქვენს შესახებ არაფერი იცის..

-რა თქმა უნდა, ყველას იმ პარტიასთან ურთიერთობა აწყობს, რომელსაც საზოგადოების მხადაჭერა აქვს. „პატრიოტთა ალიანსმა“ აჩვენა, რომ მას საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს. არ ვიცი ბურჯანაძეს რა ინფორმაცია აქვს და ვინ უთხრა, რომ პუტინმა ჩვენს შესახებ არაფერი იცის. თუ არ იცის  გაიგებს. რაც შეეხება ჩანაცვლებას რუსების მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. წავიდეს ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვინმემ დაუშალა?

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....