ლონდონში, ტოტენჰემის რაიონში საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი, რომელმაც ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო.
მიმდებარე ტერიტორიის ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს.