ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის ოლქში დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის ოლქში დაიწყო. სასამრთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.

საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში ცოტახნის წინ მივიდა. შენობასთან მას მოწინააღმდეგეები ტრანსპარანტებით “მიშა წადი” დახვდნენ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმაი მობილიზებული. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მესაზღვრეების დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავს.

„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრეებისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში ჭირდებათ ტყუილი, რომ ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ რა იქნება. მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა თავისი მომხრეების დახმარებით უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

იტვირთბა....