ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ გაითიშა ავტობუსების ტაბლოები თბილისში: კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია დღეს ავტობუსების განრიგის აღმნიშვნელი ტაბლოების გათიშვის გამო განცხადებას ავრცელებს:

“ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებისთვის დროებით მიუწვდომელია სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე სერვისი, კერძოდ, გამორთულია გაჩერებებზე არსებული ტაბლოები, ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციებში არ მუშაობს რამდენიმე ფუნქცია – ტაბლოს ინფორმაცია, ავტობუსი რეალურ დროში. სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება ყველა სერვისის აღდგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....