სასამართლოს შენობასთან, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმე უნდა განიხილოს, მცირე არეულობაა, ათობით პოლიციისა და დაცვის თანამშრომლების თანხლებით, შენობის წინ სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული BBC ავრცელებს.
“მიშა დაბრუნდი საქართველოში”, “მიშა წადი” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოსამართლე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, მოესწრება თუ არა სააკაშვილის საქმის განხილვა.
“ჯერ ვერაფერს გეტყვით, ხომ ხედავთ როგორ სიტუაციაში ვარ” – განაცხადა მოსამართლემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღე საკმაოდ გადატვირთული იყო სხვადსხვა საქმეებით და საკმაოდ მძიმე დღეა მისთვის.
შეგახსენებთ, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად, საზღვარზე, რეგისტრაციის გარეშე 10 სექტემბერს გადავიდა. სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.