ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“როგორც ჩანს, მათ ჯერ ამ ”საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს მოგვიანებით გაიმართება, – ინფორმაციას თავად სააკაშვილი ავრცელებს.

”ახლა ქალაქ მოსტისკაში მივემგზავრები, სადაც დღეს, ჩემი სახლში დაბრუნების საქმის განხილვა უნდა გაიმართოს, მაგრამ მე შემატყობინეს, რომ სასამართლო სხდომა გადაიდო და 16:15 საათზე გაიმართება.
როგორც ჩანს, მათ ჯერ ამ ”საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს. რას ვიზამთ, დაველოდები, მთავარია, რომ მშობლიურ მიწაზე ვარ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლო სხდომა ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკაში გაიმართება, სადაც განიხილება მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.

იტვირთბა....