ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“კატასტროფულია”: “ცნობილი გახდა ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან გაზს იყიდის”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე”გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ცნობილი გახდა ის ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან გაზს იყიდის. როგორც ის ამბობს, აღნიშნული ტარიფი კატასტროფულია.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა ის კატასტროფული ტარიფი, რომელზეც ხელი მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ. იცით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. და კიდევ უფრო მეტი, ის არგუმენტები, რომ ჩვენ გვჭირდება “გაზპრომთან” ხელშეკრულება, იყო აბსოლუტურად ცრუ, არასწორი, თითქოსდა საქართველოს არ ჰყოფნის გაზი. მიმდინარე წელს საქართველომ “გაზპრომიდან“ არ იყიდა გაზი იმ რაოდენობით, რასაც ყიდულობდა შარშან და შარშანწინ. 200 მილიონი კუბური მეტრიც კი არ იყიდა, იმდენად არ აღმოჩნდა აუცილებელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....